ივერიონი / სამწუხაროა, როდესაც საერთაშორისო ფორუმებზე ასეთი ტიპის ინციდენტები ხდება

სამწუხაროა, როდესაც საერთაშორისო ფორუმებზე ასეთი ტიპის ინციდენტები ხდება

    სამწუხაროა, როდესაც საერთაშორისო  ფორუმზე ასეთი ინციდენტი ხდება.  აღნიშნული განცხადება ბათუმში მიმდინარე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების  ფორუმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა  ლაშა ტუღუშმა პლაკატების ჩამოხევის ინციდენტის შემდეგ გააკეთა.

 

  თუღუშის განცხადებით, პლაკატები ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოფინა, სადაც აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებია აღბეჭდილი. 

მისივე განცხადებით, აზერბაიჯანის დელეგაციაში არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედ ხელისულებას მხარს უჭერენ.


"ეს პირველი შემთხვევა არ არის, ხშირად განსხვავებული პოზიციები არსებობს. კონფლიქტური რეგიონია, არის შიდა დისკუსიებიც. ადამიანებს იჭერენ და დაძაბულები არიან. ევროპული ორგანიზაციის მიმართ გამოხატეს პროტესტი. ვფიქრობ, რომ როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს პოზიცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროტესტი ასეთი ფორმით გამოიხატოს. აზერბაიჯანული მხარე სხვადასხვა პოზიციით არის წარმოდგენილი. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კრიტიკული არიან ხელისუფლების მიმართ და არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობას", - განაცხადა ტუღუშმა.


20-11-2014, 12:37
უკან დაბრუნება