ივერიონი / ნათია ფანჯიკიძე: ასეთ გახმაურებულ საქმეზე ასეთ რამეს რომ ბედავენ, თავხედობის ხარისხი წარმოიდგინეთ!

ნათია ფანჯიკიძე: ასეთ გახმაურებულ საქმეზე ასეთ რამეს რომ ბედავენ, თავხედობის ხარისხი წარმოიდგინეთ!

   საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე  ირაკლი ალასანიას განცხადებაზე facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

 

 მისი თქმით, ეს ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანია. პროკურორის ქმედებებს კი თავხედობა უწოდა.


"ეს მნიშვნელოვანია ყოველი მოქალაქისთვის. ასეთ გახმაურებულ საქმეზე ასეთ რამეს რომ ბედავენ, თავხედობის ხარისხი წარმოიდგინეთ, ბიუჯეტი რომ გაერღვევათ და მარიჰუანა რომ აღმოაჩნდება ნებისმიერს ჯიბეში, რაიმეს მტკიცების რა შანსები აქვს." - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ცნობისთვის: ირაკლი ალასანიამ განაცხადა, თუ რამდენად აუცილებელია, შეუფერხებლად გადაეცეს მასალები ადვოკატებს.

20-11-2014, 14:21
უკან დაბრუნება