ივერიონი / გაოცებული ალისა საოცრებათა ქვეყანაში

გაოცებული ალისა საოცრებათა ქვეყანაში

   ყველას გვახსოვს  საბჭოთა დროის ცნობილი ზღაპარი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში". საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, ალისა მოგზაურობას აგრძელებს პოსტსაბჭოთა საქართველოში და ის არანაკლებად გაოცებულია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძეს თავისი მმართველობის პერიოდში,  არჩეული და ოფიციალურად დეკლარირებული  ჰქონდა პროდასავლური კურსი, სინამდვილეში კი მისი და მისი ხელისუფლების ქმდებები არ შეესაბამებოდა იმ ცივილურ, დასავლურ  სტანდარტებს, რომელიც ევროპასა და  ამერიკაში  იყო დანერგილი.  შევარდნაძის პერიოდში ფესვგადგმული  გახლდათ პროტექციონიზმი, სერიოზული გავლენა ჰქონდა ქურდული სამყაროს  და კრიმინალურ დაჯგუფებებს და გაძლიერებული იყო კორუფცია სახელმწიფო სისტემაში. სწორედ ამის გამო აკრიტიკებდა  შევარდნაძის ხელისუფლებას "რეფორმტორთა გუნდი", რომელსაც სათავეში  მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა. მათ თავის თავზე აიღეს საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომი განვითარება და დაჩქარება. ქვეყანაში არსებული სიტუაცია გახდა იმის საფუძველი, რომ სწრაფად მომხდარიყო შევარდნაძის ხელისუფლების ცვლილება,სააკაშვილმა კი კარგად გამოიყენა  მაშინდელ პოლიტიკურ სივრცეში არსებული ეს ფაქტორი.

   როგორც უკვე ავღნიშნეთ, შევარდნაძის ხელისუფლება მხარს უჭერდა პროდასავლურ კურსს,  რეალური ქმედებებით კი, დასავლეთთან დასაახლოვებლად არაფერს აკეთებდა. ალისას პირველ გაოცებას, სწორედ  ეს ფაქტი იწვევს.  ის თავის შემდგომ მოგზაურობას " საოცრებათა  ქვეყანაში"  ისევ აგრძელებს. თუმცა, კიდევ უფრო დიდი გაოცება და გაკვირვება, მას სააკაშვილის ათწლიანი მმართველობის პერიოდის საქართველოში ელოდება.

   მიხეილ სააკაშვილის "პირსისხლიანი რეჟიმის" მმართველობის პირობებში ასევე სახეზე გვქონდა დასავლური კურსისკენ სწრაფვა, ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა და რაც მთავარია, ის  რეფორმები და ევოლუციური პროცესები, რომელიც ქვეყნის მოდერნიზაციას და მის ევროატლანტიკურ და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას მოახდენდა. რეალურად კი, საქართველოში აი, რა ხდებოდა-მივიღეთ ელიტარული კორუფცია, მასმედიის შეზღუდვა და უკიდურესად დეზინფორმაციული ფონი, პოლიტიზირებული პოლიცია და საჯარისო ფორმირებები, დარეკეტებული და წართმეული ბიზნესი, თავისუფალი აზრის გამოხატვის სრული იგნორირება და მოქალაქეების დაშინება, ძარცვა და ძალადობა. შედეგად,  "რეფორმატორთა გუნდის" მხრიდან, არა შევარდნაძის კორუფციული მმართველობის სისტემის დემოკრატიულ საქართველოდ გადაქცევა, არამედ ტოტალიტალური და ავტოკრატიული  ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება მივიღეთ . ამან კიდევ უფრო დაგვაშორა დასავლეთს და რეალურ დემოკრატიას.

  ყოველი ქმედება და რეფორმა, რომელიც სააკაშვილის მიერ იყო გატარებული, ასევე პროდასავლურობის, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მცდელობით ინიღბებოდა.

   "რეფორმატორთა გუნდის" პოლიტიკით და რეფორმებით გაოცებული ალისა, მოგზაურობას

2012 წლის შემდგომ საქართველოში აგრძელებს და სამწუხაროდ, ხედავს, რომ რეალურად ქვეყანაში ისევ არაფერი შეცვლილა. ჩინოვნიკები, საკუთარი დანაშაულებრივი თუ კორუფციული გარიგებების ნიღბად, ისევ პროდასავლურ კურსს იფარებენ.

   ამის მაგალითია ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენები. თავდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, თავადცვის სამინისტროში მომხდარი კორუფციული გარიგებების გადასაფარად, თემის პოლიტიზირება მოახდინა. მან კორუფციული ბრალდებით, თავდაცვის  სამინისტროს  მაღალჩინოსნების დაკავება ქვეყანის მთავრობის მიერ, პროდასავლური კურსის ცვლილებით და ქვეყნის დასავლეთ სტრუქტურებში ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორით  ახსნა და თავისი გუნდით აღმასრულებელი ხელისუფლება დატოვა. რა შუაშია ქვეყნის ევროინტეგრაცია, როდესაც საქმე გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურებში განხორციელებულ კორუფციულ გარიგებებთან და სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებებთან?  თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებას დებენ თავის ნათესავთან, კომპანია "სილქნეტის" დამფუძნებელ ავთანდილ რამიშვილთან, მეტსახელად "ზარალასთან", რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი "კასირი"  და 15 ნოემბერს "ნაციონალების" მიერ დაანონსებული აქციის დამფინანსებელიც გახლდათ.  ეს აქცია კი ქვეყანაში დესტაბილიზაცის განვითრებას  ემსახურება. სწორედ ამ ადამიანთან-ავთანდილ რამიშვილთან მოხდა კორუფციული სატენდერო გარიგება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან, რის შედგეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით -4 -დან 6 მილიონამდე ლარის ზარალი მიადგა.

  ალისას რეალურ  გაოცებას "თავისუფალი დემოკრატების"  ქმედებები იწვევს. პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც გამუდმებით ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, ქვეყნის ევროპულ კურსზე ქადაგებენ, კიდევ ვერ გამოვიდნენ  ე.წ "ბიზანტიური პატრონაჟის" ქსელიდან და "კასტურ-ნათესაური" კავშირებიდან. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას და მისი ცოლისდის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის  მაია ფანჯიკიძის  ნათესავები და ახლობლები ზემოთ ნახსენებ სტრუქტურებში დეპარტამენტების თავმჯდომარეებად და მაღალჩინოსნებად იყვნენ დასაქმებულნი. ალისას ღრმა რწმენით, ეს მიდგომები არც დასავლეთისთვისაა დამახასიათებელი და არც საქართველოს ევროპასთან დაახლოებას უწყობს ხელს. ალისას ვერ აუხსნია, ირაკლი ალასანიას ეს ნაბიჯი თავისი მაღალჩინოსნების დანაშაულის დაფარვის ინსტიქტური მცდელობაა, კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების  ცდაა თუ მართლაც, საქართველოს ევროპისკენ "მითიური მსვლელობის" უტოპიური კურსი რეალური საფრთხის წინაშე დადგა? იქნებ ეს ნაბიჯი ალასანიამ იმისთვის გადადგა, რომ ქართული საზოგადოების თვალში მის გუნდს პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინა, მარგინალებად არ გამოჩენილიყვნენ და შეენარჩუნებინათ "ევროპელი პოლიტიკოსების" იმიჯი?

  ალისამ რეინკარნირებული შევარდნაძეც კი  იხილა" მაესტროს " პირდაპირ ეთერში. ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა .

 "თავისუფალი დემოკრატების"-ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძის და ალექსი პეტრიაშვილის განცხადებებმა და ქმედებებმა, რეალურად კი არ შეუწყეს ხელი საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს, არამედ იმიჯი შეულახეს ქვეყნას და მნიშვნელოვნად შეაფერხეს ეს პროცესი. მათ, ქვეყანაში ეცადნენ შექმნათ   პოლიტიკური .

   ყველაზე მთავრი მომენტი, რაც ალისამ თავისი მოგზაურობისას აღმოაჩინა პოსტსაბჭოთა საქართველოში და რაც ყველაზე მეტად იწვევს მის გაოცებას- ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ნებისმიერი პოლიტიკური ძალის თუ პოლიტიკოსის მცდელობა  "დემოკრატიის და ევროპული ფასეულობების" ნიღბებით ივაჭრონ  "შუასაუკუნეების ევროპასთან"-  პარალელების გავლება მხოლოდ ასე შეიძლება, რადგან, ქართველი პოლიტიკოსების  მცდელობას, ნამდვილ ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოში ხელისუფლებები საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების თუ პოლიტიკური შეცდომების ინდულგენციად პროდასავლურ და პროევროპულ კურსს იყენებენ, ისევე როგორც შუასაუკენეების ევროპაში ინდულგენცია იქცა ერთგვარი ცოდვების გამოსყიდვის საშუალებად. სამწუხაროდ, სწორედ ამ ინდულგენციადაა ქცეული დღევანდელ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში პროდასავლური და პროევროპული კურსი. 

  ასევე ალისამ აღმოაჩინა,რომ თუ პროდასავლელის იმიჯი გაქვს, შეგიძლია განუსაზღვრელი რაოდენობით ფინანსური სახსრები მოიპარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გაიყოლო გზად დასავლეთისკენ,ისევე როგორც ნაც.ბანდის პოლიტიკურმა  ელიტამ.  როდესაც სისლის სამარართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება  , მერე მაგრად უნდა იყვირო , - პროდასავლურ კურსს ებრძვიან,აფერხებენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,აუცილებლად უნდა ახსენო რუსეთი და ყველას დაავიწყებ ბიუჯეტიდან მოპარულ თუ მითვისებულ ფულს.რატომ უშვებს მსგავს ფენომენს ჩვენი პარტნიორი დასავლეთი ეს ორმაგი სტანდარტებია ,თუ უბრალოდ ინფორმაციის დეფიციტს განიცდიან საქართველოში მიმდინარე რეალურ პოლიტიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით? თუ უბრალოდ მედასავლეთეებს ფულის მოპარვა-გაფლანგვის უფლება უნდა ჰქონდეთ და ეს არადეკლარირებულად მათ მიერ მხარდაჭერილია?

   ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ჯერჯერობით კი,  გაოცებული ალისა ისევ აგრძელებს მოგზაურობას პოსტსაბჭოთა, მოდერნიზებულ საქართველოში და ქართველ პოლიტიკოსთა მოღვაწეობის შესახებ, შთაბეჭდილებების შეგროვებას განაგრძობს. 

                                                                                                                                             შოთა აფხაიძე

 

20-11-2014, 22:21
უკან დაბრუნება