ივერიონი / კოტე კუბლაშვილი: სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას აქვს ადგილი!

კოტე კუბლაშვილი: სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას აქვს ადგილი!

  როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი აცხადებს, ემზარ კვიციანის განაჩენთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა. აღნიშნული განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  კონსტანტინე კუბლაშვილმა გააკეთა.

 

  მისი თქმით, ამ ერთი საქმის შესახებ განაჩენმა  დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 


"გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ ამ ერთი საქმის შესახებ განაჩენმა გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა, ძირითადად იმ კუთხით, რომ ფაქტობრივად გრძელდება ზეწოლა უკვე სააპელაციო სასამართლოზე. მოწოდება არის ისეთი, რომ სასამართლოს ეუბნებიან, გაითვალისწინოს რაღაცეები და გამოასწოროს ეს ყველაფერი. როცა ამას აკეთებს ხელისუფლება, ეს არის ზეწოლის მცდელობა. როცა ამას აკეთებს ჟურნალისტი ან ადვოკატი, ეს ვერ ჩაითვლება ზეწოლის მცდელობად და აღიქმება ჩვეულებრივ კრიტიკად. ხელისუფლების წარმომადგენლების პირდაპირი განცხადებები, რომ ეს იყო პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოასწოროს, არის ზეწოლის მცდელობა, - განაცხადა კუბლაშვილმა.

21-11-2014, 12:50
უკან დაბრუნება