ივერიონი / ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღეს

  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივი მოსახლეობის პირუტყვს ცოფი აღმოაჩნდა.

  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  გურიის რეგიონალურმა სამსახურმა კარანტინის  გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

  როგორც უწყების ხელმძღვანელი კახა თავბერიძის განცხადებით, მათ უზრუნველყვეს დაავადების არაკეთილსაიმედო კერაში და ცოფის მხრივ საშიშროების ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე  დაავადების საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების გატარება.


"იმუნურ-ბუფურული ზონის შექმნის მიზნით, ცოფის კერის ირგვლივ გატარდა ყველა სახის ღონისძიება. აგრეთვე, მოხდა ამთვისებელი ცხოველის იძულებითი რკალური პროფილაქტიკური ვაქცინაცია. სანიტარიული წესებით მოხდა ცხოველის გვამის განადგურება", - განაცხადა თავბერიძემ.

21-11-2014, 13:08
უკან დაბრუნება