როგორც საქარტველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საქართველო აგრძელებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველასთან, ვინც ასოცირების ხელშეკრულებაში გაერთიანდნენ.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" აერთიანებს ექვსი ქვეყნის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მსჯელობა ეხება აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალს იმ პირობებში, როდესაც ექვსი ქვეყნიდან სამმა - მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, ხოლო ბელარუსმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩიეს. გვქონდა საუბარი, ამ პირობებში როგორ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა. პატივცემულ სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოვახსენე, რომ საქართველო აგრძელებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველასთან, მათთან, ვინც ასოცირების ხელშეკრულებაში გაერთიანდნენ, რა თქმა უნდა, - უფრო მჭიდრო და განსაკუთრებულად აქტიურს. ჩვენს მეზობლებთან აზერბაიჯანთან და სომხეთთან ჩვენ გავაგრძელებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობას და არაფერი არ იქნება მათთვის მიუღებელი ჩვენს ნაბიჯებში ევროპასთან ერთად. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მეზობლები ზუსტად ასევე მოიქცევიან თავიანთი პოლიტიკის განხორციელებისას, ეს იქნება ევრაზიული კავშირის შიგნით თუ დამოუკიდებლად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.