პირველად შეიქმნა განათლების განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც მოიცავს განათლების ყველა კომპონენტს, იქნება ეს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სფეროს - განათლებას, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას მთავარ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. დღეს ჩვენ განსახილველად გამოგვაქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული განათლების სისტემის განვითარების გეგმა. მინდა გითხრათ, რომ პირველად შეიქმნა განათლების განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც მოიცავს განათლების ყველა კომპონენტს, იქნება ეს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება. მეცნიერების განვითარებასა და სწავლის უზრუნველყოფას მოხმარდება ეს ყოველივე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.