"სამხედრო მოსამსახურეს თავის ქალის არეში ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უბედური შემთხვევა სამხედრო მოსამსახურის სახლში, გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მოხდა. დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში 12:24 საათზე გადაიყვანეს. ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდა სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. საქმის გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის სამმართველო აწარმოებს. სამხედრო მოსამსახურე 18 ნოემბერს დათხოვნაში იმყოფებოდა, შიდა განაწესის თანახმად და 19 ნოემბერს სამხედრო ნაწილში აღარ გამოცხადდა",- განუცხადეს "ივერიონს" თავდაცვის უწყებაში.
ამასთან, არსებული ინფორმაიცით, საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის კაპრალი, 1974 წელს დაბადებული გენადი მერაბის ძე ტეტუნაშვილმა თვითმკვლელობა სცადა.