ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა გადაცემა "რეაქციაში" ემზარ კვიციანისთვის 12 წლის შეფარდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო დროს გაჩენილი ეჭვი, თითქოს კვიციანს სასჯელი ირაკლი ღარიბაშვილის დაკვეთით გამოუტანეს მისთვის მიუღებელია.
"როდესაც თეთუნა სამი შვილით ჩამოვიდა საქართველოში, მას არ ჰქონდა საცხოვრებელი ბინა, რადგან მათ სახლში სოდ-ის თანამშრომლები დაჯირითობდნენ, ბუნაგად ჰქონდათ ქცეული. იმ დროს ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მე ვთხოვე რომ სახლი მიეცა და მან ემზარ კვიციანის ოჯახს საცხოვრებელი ბინა მისცა. დღეს ემზარ კვიციანის ოჯახი იმ სახლში ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებით ცხოვრობს. ეს უნდა იცოდეს საქართველომ, გამორიხულია, რომ ღარიბაშვილს მისდამი რაიმე დაპირისპირება ჰქონოდა", - განაცხადა ჯღარკავამ.
ცნობისთვის, დღეს "ივერიონის" პრესკლუბში კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა განაცხადა:
-"ძალიან მეეჭვება ის, რომ ღარიბაშვილის ინტერესებში შედიოდეს ემზარ კვიციანის სამაგალითოდ დასჯა".