საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს უფლება შეუზღუდავად გადაიღოს სასამართლო პროცესი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეს უფლება სხვა მედიასაშუალებებსაც უნდა მიეცეთ.
ეს განცხადება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ გააკეთა.
იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი სასამართლოში ფოტო და ვიდეო გადაღების დაშვების აღდგენა იქნება.