ივერიონი / შსს-მ ბორჯომის რაიონში უკანონოდ მოქმედი საწარმოები დალუქა

შსს-მ ბორჯომის რაიონში უკანონოდ მოქმედი საწარმოები დალუქა

   შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში უკანონოდ მოქმედი სამი საწარმო გამოავლინეს და დალუქეს.

 

   გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ საწარმოებში ფალსიფიცირებულ მინერალურ წყალს – "ბორჯომსა" და "ლიკანს" აწარმოებდნენ.

 

   სამართალდამცველებმა საწარმოებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 4650 ბოთლი ფალსიფიცირებული მინერალური წყალი, ასევე 1423 ბოთლის საცობი, 550 ბორჯომის ეტიკეტიანი ცელოფანი, 3 ცალი 200 ლიტრიანი პლასტმასის ავზი მინერალური წყლით, მინერალური წყლის ჩამოსასხმელი 4 დანადგარი, 1 ჟანგბადის ბალონი, გაზიანი წყლის დასამზადებელი სპეციალური აპარატი, 3 დამხმარე ხელსაწყო და პოლიეთილენის შესაფუთი კუსტარული დანადგარი ამოიღეს.

 

   გამოძიება ფალსიფიკაციის და ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა- გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 197-ე პრიმა და 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

      

22-11-2014, 12:44
უკან დაბრუნება