ქედაში ღვინის ახალი ქარხნის გახსნის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ხილის გადამამუშავებელ ქარხანას ჩაუყარა საფუძველი, რომლის მშენებლობა 3 თვეში დასრულდება, საწარმო ადგილობრივ ნედლეულს გადაამუშავებს, რომელსაც მოსახლეობისგან ჩაიბარებს.
ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დღესასწაულსაც დაესწრო, პრემიერი ადგილობრივ სამზარეულოსა და მრეწველობის ნიმუშებს გაეცნო. სახალხო დღესასწაული 1994 წლიდან აღინიშნება და ამ დღეს მთელი წლის ნამუშევრების გამოფენა ხდება.