ივერიონი / რას ედავება ქუთაისის საკრებულოს ყოფილი "ნაციონალი" დეპუტატი მერიას

რას ედავება ქუთაისის საკრებულოს ყოფილი "ნაციონალი" დეპუტატი მერიას

   არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარე გია გოქაძე, 19 ნოემბერს, ქუთაისის მიმდებარე ავტობანის გახსნაზე საჯარო მოხელეების ორგანიზებულად წასვლას აპროტესტებს: 

   -"ავტობანზე პრემიერ-მინისტრის დასახვედრად  მერის ვერბალური განკარგულების საფუძველზე, საჯარო მოხელეები  სამუშაო საათებში წავიდნენ. ეს კანონის დარღვევაა" -აცხადებს გია გოქაძე.

   ქუთაისის საკრებულოს ყოფილი "ნაციონალი" დეპუტატი ინტერესდება, თუ როგორი წესით აანაზღაურეს  თვითმმართველობის მოხელეთა  ავტობანის მიმართულების გადაყვანისათვის  დაქირავებული ტრანსპორტის საფასური. გოქაძე ვარაუდობს, რომ ანგარიშსწორება ბიუჯეტიდან მოხდა, რასაც  ასევე კანონდარღვევად მიიჩნევს.  

   -"ევროპაში ასე არ მუშაობენ"-განმარტავს გოქაძე.

სპეციალურად საიტისთვის

დავით ცხვარაძე

 

22-11-2014, 15:15
უკან დაბრუნება