ივერიონი / ვიქტორ დოლიძე:-"ცვლილებების თაობაზე ჯერ არ არის პოლიტიკური ნება"

ვიქტორ დოლიძე:-"ცვლილებების თაობაზე ჯერ არ არის პოლიტიკური ნება"

   ე.წ. გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში ყოფნას ეწინააღდეგებიან "თავისუფალი დემოკრატები". ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით,მათთვის მიუღებელია ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის პირველი ვარიანტი, რომელზეც უმრავლესობა თანხმდება. 

 

   -"რაც მოვისმინეთ, უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ, მაინც პირველ ვარიანტზე ყალიბდებიან, რაც არის ცუდი და მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ პრინციპული პოზიციაა, გამოვიდეს გასაღები შს სამინისტროდან, რადგან ეს იქნება რეალურად ეპოქალური ცვლილება, მაგრამ ამ ცვლილების თაობაზე ჯერ არ არის პოლიტიკური ნება ხელისუფლებაში. ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ვახტანგ ხმალაძემ შემოგვთავაზა, ვფიქრობ, ჯერ საუკეთესო გამოსავალია", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

   ცნობისთვის, საპარლამენტო უმრვალესობა მხარს დაუჭერს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ პროექტს,რომლის მიხედვითაც ორი ე.წ. გასაღებიდან ერთს შსს, მეორეს კი პერსონალური დაცვის ინსპექტორი უნდა ფლობდეს.

 

23-11-2014, 08:44
უკან დაბრუნება