ივერიონი / ზაზა გაბედავა: მისი ადგილი ციხეშია!

ზაზა გაბედავა: მისი ადგილი ციხეშია!

 ქართველი ბიზნესმენი ზაზა გაბედავა პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი ფირცხალავას აფხაზეთის და რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებს. აღნიშნულ განცხადებას გაბედავა facebook -ის საკუთარ გვედზე აკეთებს.

"მეგობრებო, ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ირაკლი ფირცხალავა  არის ადამიანი, რომელმაც ემზარ კვიციანზე და სხვა მის თანამებრძოლებზე, აფხაზეთის და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა ინფორმაცია, რომ ემზარ კვიციანი და მისი თანამებრძოლები იბრძოდნენ აფხაზეთში რუსების წინააღმდეგ და იყვნენ რუსლან გილაევის თანამებრძოლები, 8 გვერდიანი განცხადება არსებობს მისი ხელმოწერით და ეს განცხადება უახლოეს მომავალში დაიდება! ეს ადამიანი ძალიან კარგად თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან და ემზარ კვიციანს და მის თანამებრძოლებს სდებს ბრალს მოღალატეობაში!!! მისი ადგილი ციხეშია, ემზარ კვიციანი კი სასწრაფოდ უნდა გაანთავისუფლონ!!!", - წერს  გაბედავა.

23-11-2014, 17:57
უკან დაბრუნება