ივერიონი / დავით ნარმანია: განცხადება, რომელიც საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა, სრულად პასუხობს პოზიციას!

დავით ნარმანია: განცხადება, რომელიც საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა, სრულად პასუხობს პოზიციას!

  თბილისის მერი დავით ნარმანია თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე გამოქვეყნებული საგარეო უწყების პოზიცია სრულად პასუხობს  იმ რეალობას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.


"საგარეო საქმეთა სამინისტრო ეს არის ჩვენი ქვეყნის უწყება, რომელიც ამ საკითხებზე პასუხისმგებელია და განცხადება, რომელიც მათ გამოაქვეყნეს, სრულად პასუხობს იმ პოზიციას, რა პოზიციაც ესეთ პირობებში უნდა ჰქონდეს ქვეყანას",-განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს 20 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე, რომელიც საქართველოს განუყოფელ ნაწილთან - აფხაზეთთან "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების შეთანხმებული ვარიანტის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნას ითვალისწინებს.

23-11-2014, 18:40
უკან დაბრუნება