ივერიონი / "თბილისის წიგნის დღეები"

"თბილისის წიგნის დღეები"

   27 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში წიგნის ახალი ფესტივალი და ბაზრობა - "თბილისის წიგნის დღეები" იხსნება, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება და მოიცავს საგანმანათლებლო, საინფორმაციო  და შემოქმედებით მიმართულებებს. ფესტივალი "ექსპო ჯორჯიას" ყველა პავილიონში გაიშლება.

   ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი გვთავაზობს: დისკუსიებს წიგნის და საგამომცემლო საქმიანობის განვითარების შესახებ; წიგნის ხელოვნების და უნიკალურ გამოცემათა ქართულ და საერთაშორისო გამოფენებს; წიგნის ხელოვნებასთან დაკავშირებულ ვორქშოპებს; საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს მოზარდებისთვის; ლექციებს წიგნისა და ლიტერატურის მსოფლიოს დიდი ფესტივალების შესახებ; ქართულ გამომცემლობათა წიგნის ბაზრობას.

   "თბილისის წიგნის დღეებან"დაკავშირებით დღეს, 13.00 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში (ზანდუკელის N16) "თბილისის წიგნის დღეებთან" დაკავშირებული პრესკონფერენცია ჩატარდება. 

   მედიასთან შეხვედრას გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, წიგნის ხელოვნების ცენტრის დირექტორი ოთარ ყარალაშვილი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი დეა მეტრეველი დაესწრებიან.

 

 

23-11-2014, 23:58
უკან დაბრუნება