როგორც "ივერიონისთვის" გახდა ცნობილი, თბილისში გაფიცულ ყვითელი ავტობუსის მძღოლებს შესაძლოა, სამარშუტო ტაქსების მძღოლები და თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
"ჩვენც ავტობუსის მძღოლების მსგავსად ძალიან მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა, ამიტომაც გავიფიცებით და წარვადგენთ ანალოგიურ მოთხოვნებს. წინა ხელისუფლებამ და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ იმხელა გადასახადები დაგვიწესა, რომ მის გადასახდელად დღეღამეში 16 საათი გვიწევს მუშაობა და ოჯახშიც ვერაფერი მიგვაქვს", _ განაცხადა სამარშრუტო ტაქსის ერთერთმა მძღოლმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.