ივერიონი / რა მოიგო „ვარდების რევოლუციით“ სააკაშვილმა და რა წააგო საქართველომ

რა მოიგო „ვარდების რევოლუციით“ სააკაშვილმა და რა წააგო საქართველომ

მიხეილ ვიგნანსკი
(შემოკლებით)
„მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ეპოქაში გიორგობასთან ერთად „ვარდების რევოლუციის“ წლისთავებსაც აღნიშნავდნენ ხოლმე - ამ დღეს, 2003 წელს თანამდებობიდან ვადამდე გადადგა ედუარდ შევარდნაძე. მაგრამ ეს იყო წარსულში. დღეს ქართული საზოგადოება იმდენადაა იმედგაცრუებული ექს-პრეზიდენტისა და მისი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რომ რევოლუციას ძირითადად ნეგატიური შეფასებით მოიხსენიებენ.


„მიხეილ სააკაშვილმა რევოლუციის იდეალებს უღალატა, მან უღალატა ასობით ათასი თავისი მოქალაქეების მომავალს“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე, რომელიც თერთმეტი წლის წინ „ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი იყო. თვითონ ედუარდ შევარდნაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, „ვარდების რევოლუციას“ სახელმწიფო გადატრიალებას“ უწოდებდა და ამაყობდა, რომ თანამდებობა ნებით დატოვა და სისხლისღვრა არ დაუშვა.


ყველანაირი რევოლუცია, გინდაც ის „ფერადი“ იყოს, ხელს უშლის საზოგადოების ევოლუციურ განვითარებას. ამის დადასტურებაა ის, თუ რა ბედი ეწიათ მთავარ მოქმედ გმირებს: მიხეილ სააკაშვილმა იმდენი ცუდი ჩაიდინა, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დღეს ექს-პრეზიდენტი ქართულ თემიდას საზღვარგარეთ, აშშ-ში ემალება, თუმცა მას უკრაინაშიც ხშირად ვხედავთ ხოლმე. როგორც „როსსიისკაია გაზეტა“-სთან „საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, იგი მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს, ხოლო მისი აქტიურობა უკრაინაში ამ ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ზიანს მიაყენებს. „იგი სულ მუდამ რუსეთის წინააღმდეგაა მომართული და მოსკოვისადმი სიძულვილს ამჟღავნებს. გასაგებია, რომ კიევსაც და თბილისსაც მოსკოვთან ბევრი პრობლემა აქვს, შესაბამისად, კიეველი  „ცხელთავიანებისთვის“ უკრაინასა და რუსეთს შორის  ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება პრიორიტეტულია, მათთან ერთად კი მიხეილ სააკაშვილისა და მის თანაგუნდელებითვისაც, რომლებთაც უკრაინის ხელისუფლებაშ ექს-პრეზიდენტი მრჩევლებად სთავაზობს“.


„ვარდების რევოლუციის“ „გონება და ტვინი“ ზურაბ ჟვანია იყო და არა სააკაშვილი. უკვე 2004 წლის დეკემბერში ვრცელდებოდა ხმები, რომ ზურაბ ჟვანია უკმაყოფილო იყო მიხეილ სააკაშვილის ზედმეტად ემოციური და ულოგიკო პოლიტიკით და პრემიერობიდან გადადგომა სურდა, მაგრამ 2005 წლის თებერვალში იგი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მაშინდელი სამთავრობო ოფიციალური ვერსიით - პრემიერი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა, მაგრამ ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ვერსიის დღეს არავის სჯერა, სწორედ ამიტომ ძიება ხელახლა მიმდინარეობს. ყოფილი „რევოლუციონერი“ გიორგი ხაინდრავა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში სახელმწიფომინისტრი იყო და მოგვიანებით „რევოლუციონერებს“ ჩამოშორდა, მტკიცედაა დარწმუნებული, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, ხოლო მისი სიკვდილით „ვარდების რევოლუციის“ იდეალებიც დასამარდა... „და ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა და მის ირგვლივ შეკრებილმა ავანტიურისტებმა, ნახევრად ფაშისტური რეჟიმის დამამკვიდრებლებმა გააკეთეს“.


რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მან „ვარდების რევოლუციიდან“ ზუსტად ხუთი წლისთავზე ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია დააარსა, მაგრამ ვერა და ვერ შეძლო პოლიტიკური მწვერვალების დაპყრობა. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ნინო ბურჯანაძემ მხოლოდ ხმების 10% მიიღო, მაგრამ იმედს არ კარგავს და ორი წლის შემდეგ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. მას დღემდე ხელს უშლის „პრორუსული პოლიტიკოსის“ იარლიყი, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილმა „მიაწება“. თითონ ბურჯანაძე კი საჯაროდ ამბობს, რომ სააკაშვილი 2008 წლის ომის დაწყების გამო უნდა გასამართლდეს, ხოლო დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი უნდა დაიწყოსო, „სხვაგვარად თბილისი თავის მთავარ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს“. ნინო ბურჯანაძის აზრით, დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანება ილუზორულია, განსაკუთრებით 2008 წლის ომის გათვალისწინებით.


2014 წლის ნოემბრის გიორგობა დღეს თბილისში ისეთივე სიცივეა, როგორიც 2003 წლის გიორგობას იყო, მაგრამ მაშინ ხალხს სიცივის არ ეშინოდა და პარლამენტისა და კანცელარიის შენობას ალყა შემოარტყეს. სულ მალე რევოლუციის შემდეგ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა ხმების 98% მიიღო - ნდობის გასაოცარი მანდატი! და რაოდენ უჭკუოდ იქნა გაფლანგული! როგორც ცნობილი უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა „როსსიისკაია გაზეტა“-სთან საუბარში, „ნაციონალებმა“ იმდენი ბოროტმოქმედება ჩაიდინეს, რომ ეს პარტია საერთოდ უნდა აიკრძალოს: „საქმე ეხება რეკეტს, არჩევნების ფალსიფიცირებას, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს, წამებებს, მკვლელობებს, მასმედიის დატერორებას, სხვაგვარად მოაზროვნეების პოლიტიკურ დევნას“.


ექსპერტები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში სახელმწიფო საკმაოდ ეფექტურად შენდებოდა, მიმდინარეობდა მკაცრი ბრძოლა კორუფციასთან და კრიმინალებთან, მაგრამ თანდათანობით გამოვლინდა ავტორიტარიზმის სიმპტომები. „ვარდების რევოლუცია“ საქართველოსთვის დემოკრატიზაციის განვითარების შანსი იყო, მაგრამ მმართველმა პარტიამ ვერ გაამართლა, „ნაციონალებმა“ საკუთარი ხალხის წინაშე სერიოზული შეცდომების დაუშვეს, სერიოზული დანაშაულებანი ჩაიდინეს. თუ 2003 წლის მოვლენების დადებით გამოცდილებაზე ვილაპარაკებთ, ეს გამოცდილება ისაა, რომ შეცდომები გაკვეთილი უნდა იყოს და ისინი აღარ უნდა განმეორდეს“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა „როსსიისკაია გაზეტა“-სთან ინტერვიუში.


კიდევ რამდენიმე გახსენება უახლოესი ისტორიიდან:
2005 წლის ნოემბერში თბილისს ესტონეთის, უკრაინის და რუმინეთის პრეზიდენტები ეწვივნენ, რომელბმაც მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში „ევროპის ახალი გამათავისუფლებელი ტალღა: დემოკრატია და ტრანსფორმაცია“; 2006 წლის ნოემბერში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე,, რომელიც რევოლუციის აკვნად ითვლება, ზურაბ წერეთლის ნამუშევარი „წმინდა გიორგის“ ძეგლი დაიდგა; მაგრამ უკვე 2007 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილს პომპეზურობისათვის აღარ ეცალა: ოპოზიციის მღელვარე აქციების შედეგად იგი თანამდებობიდან გადადგა, თუმცა 2008 წლის იანვარში პრეზიდენტად მაინც ის აღმოჩნდა არჩეული. ცხადი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შედეგების მანიპულირება მოახდინა. ყოველ შემთხვევაში, მან თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში არჩევნები წააგო. გასახსენებლია კიდევ 2008 წლის ნოემბერიც, როცა საქართველოში პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ჩამოვიდა. მოულოდნელად ორივე პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრისკენ, კონფლიქტის ზონაში წავიდნენ, სადაც კორტეჟს სროლა აუტეხეს. მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ამ ინცინდენტში დღემდე ბევრი რამ გაურკვეველია. ალბათ, მას გამოუძიებლად არ დატოვებენ.

 

„როსსიისკაია გაზეტა“ (რუსეთი), 23 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.rg.ru/2014/11/23/godovchina-site.html

24-11-2014, 11:06
უკან დაბრუნება