ივერიონი / ვლადიკავკაზში სამხრეთ ოსეთის საკონსულო გაიხსნა

ვლადიკავკაზში სამხრეთ ოსეთის საკონსულო გაიხსნა

ემა მარზოევა, კორესპონდენტი
ვლადიკავკაზში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სამხრეთ ოსეთის საკონსულო, რომლის ფუნქციაში შედის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა არა მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთის, არამედ მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების ტერიტორიაზე.


ოსი დიპლომატები ამ მნიშვნელოვან მოვლენას მომზადებულები შეხვდნენ. საკონსულო, რომლის ორსართულიანი შენობა ვლადიკავკაზში კრასნოდონის ქუჩაზე მდებარეობს, ოფიციალურად თავის მუშაობას 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე დაიწყებს. დაწესებულებას უხელმძღვანელებს სამხრეთ ოსეთის ტრანსპორტის საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მორის სანაკოევი.


საკონსულოს გახსნას ესწრებოდა სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი, რომლის თქმით, საკონსულოს ფუნქციების განხორციელებას რესპუბლიკას დადებით შედეგს მოუტანს, ხელს შეუწყობს ინტეგრაციული პროცესების განვითარებას სხვა და სხვა სფეროებში.


საკონსულოს გახსნა დადებითად შეაფასეს აგრეთვე სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარემ დომენტი კულუმბეგოვმა, რუსეთის ელჩმა სამხრეთ ოსეთში ელბრუს კარგიევმა, ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარემ სერგეი თაკოევმა  და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

„კავკაზსკიი უზელ“ (რუსეთი), 24 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.kavkaz-uzel.ru/articles/252847/

24-11-2014, 11:17
უკან დაბრუნება