ივერიონი / თინა ხიდაშელი: "ნაციონალების" ბოიკოტით ქვეყანა არ დაიქცევა!

თინა ხიდაშელი: "ნაციონალების" ბოიკოტით ქვეყანა არ დაიქცევა!

"საპარლამენტო უმცირესობას ბოიკოტის გამოცხადების სრული უფლება აქვს და შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით",  _ განაცხადა  უმრავლესობის წევრმა თინათინ  ხიდაშელმა.
საინფორმაციო სააგენტო "ივერიონთან" საუბრისას  ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციაში ყოფნისას მის გუნდსაც გამოუცხადებია პარლამენტისთვის ბოიკოტი, თუმცა "ამით ქვეყანა არ დაქცეულა".


 "როდესაც ირღვევა კანონი და  ასეთი ფორმით ხდება დაპატიმრებები, რასაც საერთო არაფერი აქვს არც დემოკრატიასთან, არც სიტყვის თავისუფლებასთან და ქვეყანაში საგანგაშო ვითარებაა შექმნილი, ამ პირობებში  ვერ ვიმუშავებთ და ისე ვერ მოვიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა", _  ამბობს დეპუტატი დავით დარჩიაშვილი.


შეგახსენებთ, რომ გუშინ საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა საპარლამენტო საქმიანობა დროებით შეწყვიტეს. ამის მიზეზად კი ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები  დაასახელეს,  კერძოდ  ბაჩანა ახალაიას დაკავება და საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური შემოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურის შესვლა. უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი პროტესტის ნიშნად ტოვებენ ქუთაისის პარლამენტს და თბილისში ბრუნდებიან.

8-11-2012, 14:34
უკან დაბრუნება