"ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია დააფიქსირა, ამ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების კომენტირებისას განაცხადა.
"ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია დააფიქსირა, ამ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ყველა ე. წ. დოკუმენტი არის არალეგიტიმური, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებული, ამიტომ ჩვენ ამ არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა იზორიამ.