რუსეთის დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი შეშფოთებულია ევროკავშირის მოთხოვნით, რომ სერბეთი შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს.
"ვესტის" ინფორმაციით პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს და არის სერბეთის შანტაჟი.
-"ქვეყნები, რომლებიც თავიანთ თავს დემოკრატიულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ სწორ კურსს ადგანან, ასე არ უნდა იქცეოდნენ. ეს არის შანტაჟი და უბრალოდ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ-უწესობაა"-აცხადებს ნარიშკინი "ვესტისთან" საუბარში.
ცნობისთვის, იოჰანეს ჰანმა სერბეთს მოსთხოვა რუსეთს სანქციები დაუწესოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაივიწყოს ევროკავშირთან მიერთება.