ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთს 2013 წელს ეწვევა.
ამის შესახებ განცხადება, რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მაიკლ მაკფოლმა გააკეთა.
მისივე თქმით, თეთრი სახლის ხელმძღვანელს სურვილი აქვს, რომ სანკტ-პეტერბურგი მოინახულოს. ობამას რუსეთში ვიზიტის ზუსტი თარიღი დიპლომარიური კორპუსის მეთაურს არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბარაკ ობამას ოფიციალურად მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და რუსეთში ოფიციალურად მიიპატიჟა.