"ფონდი აჰუ აჰუ - კულტურის განვითარებისთვის" "საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებით კავშირთან" თანამშრომლობით, "თბილისის კინოს სახლში" ყოველკვირეულ "თავისუფალ კინო-ჩვენებებს" განაახლებს.
მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს, მიუსაფარ პატარებს და ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვანებს შესაძლებლობა ეძლევათ, კვირაში ერთხელ, კინო-შედევრები იხილონ და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში, რომელსაც "თავისუფალი ჩვენებების" უკვე გამოცდილი ორგანიზატორები სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან ერთად წარუძღვებიან.
ჩვენებები უკვე დაიწყო და წარმატებით გრძელდება. მორიგი ჩვენება გაიმართება ხუთშაბათს, 16 საათზე.
შორენა როსტომაშვილი