საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა ხაშურში ორი ობიექტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.
ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-ში, რეაბილიტაცია უტარდება ყოფილი საავადმყოფოს შენობასა და მშენებარე კორპუსს. 7 და 8 -სართულიან შენობებში, საცხოვრებელ ფართს 110 დევნილი ოჯახი მიიღებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.