საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა:
"რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება არის საქართველოს ანექსიისკენ გადაგმული ნაბიჯი. ეს ნაბიჯი სირთულეს უქმნის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და ჩიხში შეჰყავს ის მოლაპარაკებები, რომელიც არსებობდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციასთან დაკავშირებით.
ეს ნაბიჯი ახალ გამოწვევებს უქმნის საქართველოს, ჩვენს პარტნიორებს როგორც ევროპაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
აფხაზეთის ანექსიისკენ გადაგმული ნაბიჯი სამხედრო-სოციალურ-ეკონომიკრ-პოლიტიკურ სივრცეში აერთიანებს დამოუკიდებელ საქართველოს ტერიტორიას - აფხაზეთს და მას, ფაქტობრივად, რუსეთის ტერიტორიის ნაწილად აქცევს.
აღნიშნული ხელშეკრულება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. გამოწვევას უქმნის როგორც საქართველოს, ასევე საერთშორისო თანამეგობრობას.
ამ საკითხზე ადექვატური პასუხის მიღების გარეშე რუსეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ექნება მომავალი. ამ პოლიტიკას უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ეს ვრცელდება როგორც საქართველოზე, ასევე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ამ პოლიტიკის ირგვლივ - ანტიანექსისტური პოლიტიკის ირგვლივ გაერთიანებისაკენ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საერთაშორისო ფორუმებზე მასშტაბური წარმომდაგენლობითი განხილვა არსებული პრობლემებისა და ამ პოლიტიკის წინააღმდეგ ერთობლივი ნაბიჯების გადაგმა.
დღეს, ჩვენ გჭირდება ერთობლიობა, სიმტკიცე და გონიერება. მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მიმაჩნია, რომ არსებობს რესურსი ჩვენს საზოგადოებაში, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, გავერთიანდეთ და გადავდგათ შეესაბამისი ნაბიჯები. პიველ რიგში, მიმაჩნია, რომ აუცილებელია მოწვეულ იქნას გაეროს უშიშროების საბჭო, სადაც განხილულ იქნება აფხაზეთის მიერ ანექსისტური პოლიტიკის გატარება აგრეთვე ეუთოს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ნატო-სა და სხვა ფორუმებზე წამოწეულ იქნას აღნიშნული საკითხი.
საერთაშორისო არენაზე უნდა წამოვწიოთ ის საფრთხეები, რომელსაც ეს პოლიტიკა უქმნის შავი ზღვის რეგიონს და ევროპაში სტაბილურობას.
მე მოვუწოდებ ამ მიზნით გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, კვლევითი ცენტრები, პოლიტიკური ორგანიზაციები და ერთიანად გამოვიყენოთ ყველა ის პლადფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ ხმამაღლა ვისაუბროთ ამ თემაზე და მსოფლიო თანამეგობრობას გავაგონოთ ეს პრობლემა.
მინდა ხაზი გავსვა, რომ არსებული საფრთხეები ექმნება თავად აფხაზობას, მის იდენტობას, კულტურულ მომავალს.
პოლიტიკური ძალების, საზოგადოების კონსესუსის შედეგად, განსაკუთრებით დევნილ მოსახლეობასთან დისკუსიების შედეგად შეგვიძლია ახალი წინადადებით ვილაპარაკოთ მთელმა საზოგადოებამ, იმ წინადადებებით, რომელსაც წარმოდგენს აფხაზეთი და ოკუპირებული ტერიტორიები. აქედან გამომდინარე, ვიწყებ კონსულტაციას არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმ საკითხზე, თუ როგორ ვიმოქმედოთ ერთობლივად ამ პრობლემის დასაძლევად.
ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ყველას, გამოიყენონ ყველა ძალისხმევა და ხელთ არსებული რესურსი, რათა არ დაუშვან მცირერიცხოვანი ერების ასიმილაცია.
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველა უნდა გავერთინდეთ ამ საფრთხის ირგვლივ და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არის ის რესურსი, რომ იქნას დაძლეული ეს ურთულესი ვითარება,"- განაცხადა პრეზიდენტმა.