ე.წ ხელშეკრულების გაფორმებას სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთი იძულებული იყო ღია აგრესიაზე გადასულიყო.
"ურთიერთობის დალაგების მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მითვისებას. რუსეთი გრძნობდა, რომ კარგავდა აფხაზეთს და იძულებული იყო, ასე საჯარო, ღია აგრესიაზე გადასულიყო, უკვე ანექსიის ნიშნებით. თუმცა, ანექსიამდე ჯერ კიდევ შორია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის: ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სოჭში გუშინ გაფორმებულ ე.წ ხელშეკრულებას. აბაშიძე "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნასაც ეხმიანება, პრაღის კონსულტაციების შეწყვეტასთან დაკავშირებით და მას ემოციურს უწოდებს.