ივერიონი / მაია ფანჯიკიძე: ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე იყო ცნობილი!

მაია ფანჯიკიძე: ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე იყო ცნობილი!

  როგორც საგარეო საქმეთა  ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, მათ ამ ხელშეკრულების შესახებ რამდენიმე  თვით ადრე იცოდნენ.

  ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული ხელშეკრულება ანალიზისთვის 12-13 ოქტომბერს მიიღო.


  "ამ ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვეა, ცნობილია. მისი ტექსტი აფხაზურ საიტებზე გამოქვეყნდა და საქართველოს ხელისუფლებამ ის ანალიზისათვის 12-13 ოქტომბერს მიიღო. იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება მზადდებოდა, რამდენიმე თვით ადრე ვიცოდით. თუ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა ეს არ იცოდა, მისი ბრალია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

  რაც შეეხება  შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებას, რომ ანექსიისგან ჯერ შორს ვართ, ფანჯიკიძის შეფასებით, ამაზე მეტი ანექსია წარმოუდგენელია, რადგანაც ეს ხელშეკრულება არის ყოვლისმომცველი და ის ფაქტი, რომ მას აფხაზურ საზოგადოებაში უარყოფითად შეხვდნენ, მოწმობს, რომ ეს არის ძალიან სერიოზულად მისაღები ნაბიჯი და საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსია.   


25-11-2014, 13:51
უკან დაბრუნება