როგორც თბილისი მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მისისვე თქმით, პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა მიმდინარეობს.
"საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენ უკვე დავიწყეთ პუშკინის გამზირზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენით, სანაპიროს გაფართოების პროექტებით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ შუქნიშნების მართვასთან დაკავშირებული პროექტი, რომლებიც მიმდინარეობს, მათი დასრულების შემდეგ ასევე დამატებით შედეგს მოგვცემს. მომდევნო წელს დაგეგმილია მდინარე მტკვარზე არსებული რამდენიმე ხიდის რეაბილიტაცია, თუმცა, ახალი ხიდის მშენებლობა 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის",- განაცხადა ნარმანიამ.