ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში თავისუფალი ბიზნესგარემოა შექმნილი!

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში თავისუფალი ბიზნესგარემოა შექმნილი!

  როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,საქართველოში თავისუფალი ბიზნესგარემოა შექმნილი , რაც საერთაშორისო ინსტტუტების რეიტინგშიც აისახა.  აღნიშნული განცხადება საქარტველოს პრემიერ-მინისტრმა ლატვია საქართველოს  ერთობლივ ბიზნესფორუმზე გააკეთა.


"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ლატვიის პარლამენტს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლატვიელი ხალხი ჩვენი მეგობარია.
ჩვენ წამოვიწყეთ და აქტიურად ვახორციელებთ საკვანძო რეფორმებს პოლიტიკის, ეკონომიკის და მართლმსაჯულების სფეროებში. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრად გაწერილი დრო და ამ იმპლემენტაციის პროცესს პირადად მე ვაკვირდები და ვხელმძღვანელობ კომისიას, რომელიც მონიტორინგს უწევს იმპლემენტაციის პროცესს.
სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ მე გახლდით ბრიუსელში და შეხვედრების დროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ღიად დააფიქსირა, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა მეტად მოკლე დროში და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპასთან დაახლოების პროცესში. მათ შორის აღინიშნა საქართველოს წინსვლა, გამჭვირვალე და თავისუფალი ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით.
დღეს უკვე აღიარებულია, რომ ჩვენი ქვეყანა არის ლიდერი სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კუთხით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველო ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ლატვიასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდის ტენდენცია სახეზეა, რასაც ჩვენ მივესალმებით, დარწმუნებული ვარ, რომ საინვესტიციო და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის კუთხით კვლავ რჩება მრავალი ასათვისებელი მიმართულება. ჩვენს შორის არსებობს ძალიან კარგი განწყობა, არის მჭიდრო თანამშრომლობა, არის მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა იმისათვის, რომ არსებული პოტენციალი უფრო მეტად ავითვისოთ.
მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოში ჩვენ შევქმენით თავისუფალი ბიზნესგარემო, რაც შესაბამისად აისახა საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებში. მსოფლიო ბანკის უკანასკნელი პროგნოზის თანახმად, წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოში 6 პროცენტს მიაღწევს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


26-11-2014, 15:09
უკან დაბრუნება