ახალ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"ჩვენ პირველი სამი წლის მანძილზე პენსიები გავზარდეთ 35 და ზოგიერთისთვის - 50 და 60 ლარით. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ვზრუნავთ, რომ მოხდეს პენსიების უფრო მეტი ზრდა. ასაკით პენსიონერთა დღევანდელი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს მთავარი ინდიკატორები, რაც უკვე აისახა 2013 წლის სტატისტიკურ მონაცემებში - ხანდაზმულებში სიკვდილიანობის შემცირება, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და წინა წელთან შედარებით, პენსიონერთა რიცხვის მატება დაახლოებით 10 000-ით", - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, დღეს მიმდინარეობს მუშაობა ახალ საპენსიო რეფორმაზე.