ივერიონი / ხათუნა ლაგაზიძე:–"საპარლამენტო კრიზისი გარდაუვალია, რაც რეალურად იქნება ხელისუფლების ბრალი

ხათუნა ლაგაზიძე:–"საპარლამენტო კრიზისი გარდაუვალია, რაც რეალურად იქნება ხელისუფლების ბრალი

   საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 

მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტების განხილვის პროცესში განვითარებული მოვლენები აშკარას ხდის, რა ხდება ან რა უნდა მოხდეს  საპარლამენტო უმრავლესობაში სამომავლოდ.

 

   -"ხიდაშელმა თქვა, რომ მან იცის, ვინ არის რეალურად ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ავტორი და მან ღიად დაასახელა, რომ ეს არის  შს სამინისტროს  კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.  ხიდაშელის ეს განცხადება  ღიად მიუთითებს კოალიციის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე.

    თუ "რესპუბლიკელები" დატოვებენ კოალიციას  (რასაც ისინი ამ ეტაპზე  უარყოფენ), ჩვენ მივიღებთ ტრაგიკომიკურ სიტუაციას, როცა უმრავლესობაშიც და უმცირესობაშიც გვეყოლებიან "ნაციონალები", იმიტომ, რომ პარტია "ქართული ოცნება" იძულებული იქნება, საპარლამენტო უმრავლესობის შესანარჩუნებლად, ისევ "ნაციონალების" ხმები მოიპოვოს. რაც თავისთავად წარმოუდგენელია. საბოლოო ჯამში, საპარლამენტო კრიზისი გარდაუვალია, რაც რეალურად იქნება ხელისუფლების ბრალი, რადგან ფაქტობრივად მივიღებთ ხავერდოვან რევოლუციას. ამიტომ მარტო მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კი არა, იმაზეც უნდა იფიქროს ხელისუფლებამ, რა კრიზისში შეჰყავს ქვეყანა"-  განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

 

26-11-2014, 23:04
უკან დაბრუნება