აფხაზეთის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ნესტან კირთაძე ეხმიანება და წერს:
–"დღეიდან ახალი უღელტეხილ დაიწყო აფხაზებისათვის...
დღეიდან ახალი უღელტეხილი იწყება საქართველოსთვის...
დღეიდან ახალი უღელტეხილ დაიწყო აფხაზებისათვის..,
ჩვენთვისაც...
დღეიდან დაცოტავებული საქართველოს საზღვარი ენგურიდან იწყება და ენგურის ხიდი, ყველაზე გრძელი ხიდია მსოფლიოში საქართველოსათვის, მისი ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გზაზე..
.
აფხაზეთ- საქართველოს რკინიგზა_ რკინის გზაა რუსეთის მესამედ შემოსვლისათვის რეგიონში და დღეიდან სრულიად იცვლება გეოპოლიტიკური რეალობა სამხრეთ კავკასიაში.
ახლა საქართველო კიდევ უფრო დაიყოფა კონფრონტაციულ ?! ბანაკებად:_
_ანტიანექსიური პოლიტიკის ,, მამებად'' , მომხრეებად და ყალბ მოფუსფუსეებად ;
_აფხაზეთის ( საქართველოს) ანექსიისათვის პასუხისმგებელთა მაძიებლებად;
_ მწვანილისა და ღვინის დისტრიბუტორებად , მაშასადამე რუსეთუმეებად და რუსეთის პრპაგანდიტებად;
_გ უ ლ გ რ ი ლ ე ბ ა დ ....
ყველა ამ ბანაკს თავისი იდეოლოგიური საფანელი ექნება, მ ა გ რ ა მ , არც ერთი მათგანის დუღაბი არ იქნება უკვე სამუზეუმო ექსპონატებში გაბნეული და ჩაკარგული სამშობლო.
საუბედუროდ, არც ერთი მათგანის დუღაბი არ იქნება საქართველოს ერთიანობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი...
ახლა , საქართველოს ანტიკრიზისული მთავრობა სჭირდება.
ახლა საქართველოს ღირესებით და სიმამაცით გამორჩეული, ქვეყნის და ხალხის გამაძლიერებელი რეფორმატორი მთავრობა სჭირდება, რომელიც თვალს გაუსწორებს ამ უმძიმეს რეალობას, გაატარებს ძლიერ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო რეფორმებს; გააძლიერებს ინსიტუტებს, გააძლიერებს ხალხს_ მაშასადამე საქართველოს დამოუკიდებლობას და მომავალს.
სხვა გზა მონობაა;
სხვა გზა ასიმილაცია და გადაგვარებაა მღვრიე ტალღებივით გარს რომ გვივლიან...
სხვა გზა, გარდა ერთისა_ საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისა _ არ არსებობს და არც უნდა იარსებოს ჩვენთვის!!!"