ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.                                                                  
როგორც  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა  ჟურნალისტებთან განაცხადა,  დღეს პრემიერს არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი ესტუმრა.

"ჩვენ უკვე ვახერხებთ კომუნიკაციას იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან სხვადასხვა თემებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  იმედია, ასე იქნება სხვა უწყებების სემთხვევაშიც და სწორედ ამ საკითხზე გვექნება საუბარი პრემიერთან", - განმარტა  თამარ ჩუგოშვიმა.


არასამთავრობოები დაინტერესებული არიან მთავრობის მომავალი გეგმებით, ასევე იმით, თუ როგორ ხედავს  მთავრობის თავმჯდომარე არასამთავრობოებთან მუშაობის პერსპექტივას.

8-11-2012, 16:39
უკან დაბრუნება