" ქვეყანას არ მართავს ინსტიტუტები და ერთია ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრობის საკიტხის გადაწყვეტა, სწორედ ამიტომ ჭიანურდება გადაწყვტილებების მეღება". აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ
„Forbes Georgia"-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ძალიან ნათლად გამოჩნდა ბოლო მოვლენების განვითარებაში, რამდენად ჩახედულია თუნდაც ბიძინა ივანიშვილი იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად. ეს კიდევ ერთი საბუთია იმის, რომ ქვეყანას ერთი კაცის ნება და არა ინსტიტუტები და კანონები მართავს. როდესაც არ არის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი პრემიერ-მინისტრი, როდესაც მას აქვს ვალდებულება, ყველა საკითხი კონკრეტულ ადამიანთან შეათანხმოს, ეს ქმნის ვაკუუმს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი", - განაცხადა ალასანიამ.