პოლიტიკური ცხოვრება კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებებით ყოფილა სავსე. აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანის "თავისუფალი დემოკრატებიდან" წასვლაზე კომენტირებისას „Forbes Georgia" -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იმედგაცრუებები ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის ყველაზე კარგი შესაძლებლობაა.
"ცხოვრებაა ასეთი. მითუმეტეს, პოლიტიკური ცხოვრება კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებებით ყოფილა სავსე, მაგრამ ის, რაც ერთად გამოვიარეთ მე და თეამ 5 წლის განმავლობაში, ამას ეს კითხვის ნიშნის ქვეშ ნამდვილად ვერ დააყენებს. ეს მისი არჩევანია", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.