ივერიონი / ეკა ბესელია: კანონპროექტი ამ ვითარებაში, ყველა სხვა შესაძლო ვერსიებთან შედარებით, ოპტიმალურია!

ეკა ბესელია: კანონპროექტი ამ ვითარებაში, ყველა სხვა შესაძლო ვერსიებთან შედარებით, ოპტიმალურია!

  კანონპროექტის ინტერპრეტაცია რიგ შემთხვევაში არასწორად ხდება. აღნიშნულ განცხადებას  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ფარული მოსმენების შესახებ  კანონპროექტის ერთ-ერთი ლიდერი  ეკა ბესელია აკეთებს.


 ბესელიას განცხადებით,  კანონპროექტი ამ ვითარებაში ყველა სხვა შესაძლო ვერსიებთან შედარებით არის ოპტიმალური.

"ამ დებატებმა და განსჯის პროცესში ამ კანონპროექტის არსმა წარმოადგინა, რომ არასწორად ხდება რიგ შემთხვევებში ინტერპრეტაცია. ჩვენი კონცეფცია სახელწმიფოებრივი მნიშვნელობით, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით და უსაფრთხოების დაცვის გარანტიებით, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი, არის ამ ვითარებაში ყველა სხვა შესაძლო ვერსოიებთან შედარებით ოპტიმალური." - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტის თანახმად, რომელიც ორგასაღებიან სისტემას გულისხმობს, ფარულ მოსმენებზე წვდომის ეგრეთ წოდებული გასაღები უნდა დარჩეს შსს-ში და უნდა გადაეცეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

27-11-2014, 12:29
უკან დაბრუნება