ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციის მიმართ ნდობა საზოგადოებაში განსაკუთრებულად მაღალია!

ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციის მიმართ ნდობა საზოგადოებაში განსაკუთრებულად მაღალია!

" საქართველოს მთავრობა და ირადა მე ყოველთვის თქვენს გევრდით ვიქნები და დავიცავ თქვენს ინტერესებს. ვინაიდან ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავთ". ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  პოლიციელებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  10 წლის იუბილის აღსანიშნავ დღესასწაულზე.


"თქვენი სამსახური არის უაღრესად საპატიო. თქვენ ემსახურებით თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.  საზოგადოებას თქვენს მიმართ აქვთ განსაკუთრებული ნდობა. ეს თქვენი საქმით, 24-საათიანი დაუღალავი შრომით დაამტკიცეთ და დაიმსახურეთ. ჩემთვის საპატიო და საამაყო იყო ერთი წლის განმავლობაში მინისტრობა. ეს არის ურთულესი საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ 24 საათის განმავლობაში. ვისურვებდი, თქვენი შრომა კიდევ უფრო იყოს დაფასებული. ყველამ არ იცის, რა შრომას ეწევით ჩვენი სამშობლოს დასაცავად, სახელმწიფოს გასაძლიერებლად. არ  იციან ადამიანებმა, თუ რაოდენ რთულია ის უძილო ღამეები და  შრომა, რომელსაც თქვენ ეწევით. ეკლესიის, ჯარისა და პოლიციის ნდობა საზოგადოებაში არის განსაკუთრებულად მაღალი. თქვენ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გიწევთ მუშაობა. ამიტომაც არის თქვენი საქმე დასაფასებელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

27-11-2014, 12:49
უკან დაბრუნება