ივერიონი / ლევან ბერძენიშვილი: შესაძლოა პარლამენტმა ორივე კანონპროექტი მიიღოს!

ლევან ბერძენიშვილი: შესაძლოა პარლამენტმა ორივე კანონპროექტი მიიღოს!

  როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი  აცხადებს,  ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, ტეორიულად შესაზლებელია პარლამენტმა ორივე კანონპროექტი მიიღოს.


"ზოგიერთს ეჭვი შეეპარა, რომ პარლამენტის წევრებმა, თუ ისინი მხარს არ უჭერენ ნაუცბათევად მიღებულ კანონს, კითხვა არ იციან. მე კითხვა კარგად ვიცი. მე რომ კანონპროექტი წავიკითხე, იქ ვერაფერი ორგასაღებიანი და ორდონიანი ვერ ვნახე - პრეამბულა ხომ არ არის მარტო კანონი? როდესაც ლაპარაკია, რომ ერთი გასაღები აქვს შსს-ს და მეორე გასაღები ვიღაცას, ასეთი სისტემა არ არსებობს. გასაღები რად უნდა შსს-ს, როცა ყველაფერი აქვს. გასაღები სწორედ ისაა, ვინც მას მოსმენების უფლებას მისცემს და ჩაურთავს ან არ ჩაურთავს ამ სისტემას. ამიტომ განსხვავება ორ კანონს შორის, რომელიც პარლამენტისთვისაა შემოთავაზებული, როგორც სამართლიანად აღნიშნა ხმალაძემ, არის იმაში, თუ კერძოდ, ვინ ახორციელებს რეალურად გასაღების ფუნქციას - ის ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი კანონპროექტი ასახელებს, თუ ის ორგანიზაცია და პიროვნება, რომელსაც ბესელიას კანონპროექტი ასახელებს. რაც შეეხება თეორიულ შანსს ორივე კანონპროექტის მიღების, როგორც მე იურისტებმა განმიმარტეს, ამის შესაძლებლობა არსებობს. თუ სწორად გავიგე, შეიძლება, პარლამენტმა ერთი კანონპროექტიც მიიღოს და მეორეც. თუ პრეზიდენტმა ორივე კანონპროექტს მოაწერა ხელი, ორივე შევა ძალაში. როცა ეს მოხდება, იქნება კონფლიქტი მათ შორის და ასეთ შემთხვევაში იმოქმედებს თურმე ის კანონპროექტი, რომელიც იქნება ბოლოს მიღებული პარლამენტის მიერ", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

27-11-2014, 13:12
უკან დაბრუნება