ივერიონი / ეკა ბესელია: არ არსებობს იდეალური სისტემა!

ეკა ბესელია: არ არსებობს იდეალური სისტემა!

  მსოფლიოში არ არსებობს  იდეალური სისტემა, რომელიც ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას გამორიცხავს.  განცხადება ამის შესახებ  ეკა ბესელიამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

 

 ბესელიას თქმით, საკანონმდებლო პაკეტით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციების გაზრდა სურთ.

 


"კანონში წერია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ანგარიშვალდებულია პარლამენტთან. ის არის კანონით პასუხისმგებელი პირი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში განახორციელოს მონიტორინგი ინფორმაციის დაცვაზე. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ინსპექტორის უფლებები უნდა იყოს გაზრდილი", - განაცხადა ბესელიამ.


ეკა ბესელიამ თქმით, თუ აღნიშნული ჩანაწერისა და ერთეტაპიან კონტროლად გადაკეთების შემთხვევაში, დეპუტატები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, მზად არის, ეს ცვლილება გაითვალისწინოს.

"მომწონს ინსპექტორის კონტროლის მექანიზმის მაღალი სტანდარტი. გუშინ გამოითქვა მოსაზრებები, რომ სწორედ ამ ფუნქციის მინიჭება ართმევს ინსპექტორს ზედამხედველობის ფუნქციას. ამიტომ შევთავაზე, რომ, თუ ეს არის ბარიერი, რომლითაც განსხვავებული მოსაზრება უნდა დაიძლიოს, მზად ვარ, მხარი დავუჭირო ცვლილებას. ვერ მოვისმინე არგუმენტი, რატომ არ არის ზედამხედველობის ფუნქციის მატარებელი ამ ღილაკზე ხელის დაჭერა", - განაცხადა ბესელიამ.


27-11-2014, 13:58
უკან დაბრუნება