ივერიონი / სოზარ სუბარმა დევნილ და ლტოლვილ ბავშვებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა

სოზარ სუბარმა დევნილ და ლტოლვილ ბავშვებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა

   დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ერაყიდან და სუდანიდან ლტოლვილ ბავშვებს, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან ერთად,  გასართობ ცენტრ "მადაგასკარ"-ში უმასპინძლა.

   ლტოლვილი ბავშვები მარტყოფში, თავშესაფრისმაძიებელთამიღებისადაგანთავსებისცენტრში ცხოვრობენ. მინისტრი ბავშვებს მარტყოფში ვიზიტისას შეხვდა, სადაც მათ გასართობ ცენტრში წასვლის სურვილი გამოთქვეს. 

   ბავშვებმა 2-საათიან გასართობ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა, შეხვდნენ სხვადასხვა ზღაპრისა და მულტფილმის გმირებს,  მათთვის კარგი განწყობის შექმნაზე კი ცენტრის ანიმატორები ზრუნავდნენ.  ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ცენტრში არსებული ლაბირინთის კონსტრუქციით,  ბურთების აუზით, სასრიალო და სათამაშო აპარატებით. 

მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, ლტოლვილი ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისათვის. ეს პროცესი  დაწყებულია და ბავშვების ნაწილს უკვე შეუძლიათ ქართულად საუბარი.  

   მსგავსი აქციები  მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

27-11-2014, 15:21
უკან დაბრუნება