ივერიონი / შალვა შავგულიძე: ამ პროექტის მიღებით, არ ვიცი, საით წავალთ!

შალვა შავგულიძე: ამ პროექტის მიღებით, არ ვიცი, საით წავალთ!

 კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დროს მიღებულ კანონზე უარესი ვარიანტია წარდგენილი. განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა შალვა შავგულიძემ გააკეთა.


"თუ მას პარლამენტი მხარს დაუჭერს, ქვეყანა არათუ ევროკავშირისკენ წავა, არამედ არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფო არ დაგველაპარაკება", - განაცხადა დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე.

 

  დეპუტატის განცხადებით, გასულ წელს მიღებული კანონით, შესაბამისი ნორმა გაუქმდა და შსს-ს მხოლოდ დროებით შეუნარჩუნდა ამ არხის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა. როგორც შავგულიძე აცხადებს, ბესელია-ფოფხაძე- სესიაშვილის პროექტით, ძველი ნორმები კიდევ უფრო ნეგატიური სახით არის აღდგენილი.


"მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ნორმები, რომელიც შსს-ს აძლევდა საშუალებას, მის ხელთ არსებული "გასაღები" ბოროტად გამოეყენებინა და აბსოლუტურად ყველა სახის ინფორმაცია წაეღო, აღდგენილია და გადმოტანილია ოტო-ს უფლებამოსილებაში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამაზე ე.წ. ორდონიანი კონტოლი არ ვრცელდება. ცივილიზებული ქვეყნები არ მოინდომებენ ჩვენთან საუბარს, თუ ამ გზით ვაგრძელებთ სვლას", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

27-11-2014, 17:32
უკან დაბრუნება