ივერიონი / ე.წ გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღეს

ე.წ გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღეს

   ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი კი პირველი მოსმენით, კენჭისყრით 75 მომხრე, 58 - წინააღმდეგი მიიღეს.

61 მომხრე, 71 წინააღმდეგი პარლამენტმა ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტი ჩააგდო.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პროექტი ფარული მოსმენების ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

 

 ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივას, ის ე.წ. ერთგასაღებიანი სისტემის ამოქმედების საკანონმდებლო წინადადებით გამოვიდა, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაეცემა.

27-11-2014, 20:08
უკან დაბრუნება