"საქართველოს სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ვახტანგ ჟორდანიას პრესკონფერენცია "ივერიონის" პრესკლუბში.
"საქართველოს სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ვახტანგ ჟორდანია აცხადებს, რომ მთავარია ახლა პრობლემების გადაჭრის სწორი გზები იპოვოს ქვეყანამ და ვიყოთ ორიენტირებულნი მომავალზე. მისი თქმით გამოსავალი მხოლოდ ერთია-ადამიანებს შორის ურთიერთობა და აფხაზეთსა და ოსეთს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა, რისთვისაც საჭიროა მოვლენებში დევნილი საზოგადოების ჩართულობა. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ საჭიროა განვითარდეს ეკონომიკა, მოწესრიგდეს სოციალური პრობლემები, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი მოძმეებისთვის.
ჟორდანიას განცხადებით საჭიროა პრობლემისადმი დიპლომატიური მიდგომა. ის ასევე შეეხო ე.წ. გასაღების თემას და განაცხადა, რომ გასაღები არ უნდა ჰქონდეს შს სამინისტროს.