პროექტი, რომელიც კინოს სახლში ყოველ ხუთშაბათს ხორციელდება, 2014 წლის 4 ივლისს, თბილისში ორგანიზებული ვორქშოფით დაიწყო. მას შემდეგ, პროექტის თითოეული წევრი საკუთარ კლუბს ინდივიდუალური პრინციპით, განრიგითა და მოსახლეობისთვის აქტუალური თემების გათვალისწინებით უძღვება.
ივერიონი კინომცოდნე შორენა როსტომაშვილს გაესაუბრა.
-"თავისუფალი ჩვენებების" ინიციატორია: "აჰუ-აჰუს - ფონდი კულტურის განვითარებისთვის". პარტნიორი ორგანიზაციები: "კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი", "რეგიონული კინოს ასოციაცია", "სამოქალაქო ინიციატივა", "ქალები რეგიონის განვითარებისთვის", "ქობულეთის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება", "თელავის დემოკრატიული განვითარების ცენტრი", "კარიტასი".
მორალური მხარდამჭერები: "გაეროს განვითარების პროგრამა", "სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო", "ეროვნული კინოცენტრი"
მედია-პარტნიორი: თანამედროვე ხელოვნების ჟურნალი "კავკასუს არტმაგი".