ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი ევროპის ადვოკატთა პლენარულ სესიას დაესწრება. სესია 28-29 ნოემბერს ტარდება და ევროპელმა ადვოკატებმა ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. ბრიუსელში, 28 ნოემბერს ასევე ჩატარდება ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სამართლის საბჭოს ეკოკომიტეტის სხდომა, სადაც სიტყვით ზაზა ხატიაშვილი გამოვა.