ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბორჯომსა და ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში ქართული მინერალური წყლების ფალსიფიცირების ფაქტზე გელა მელაძე, მიხეილ წიქარიშვილი, კახა გოგოლაძე, ჯემალ ბლიაძე და პაატა ტალახაძე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები საცხოვრებელ სახლებში ახდენდნენ კუსტარული წესით, სათანადო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ფალსიფიცირებული მინერალური წყლების "ბორჯომის", "ლიკანის" და "ნაბეღლავის" დამზადება-რეალიზაციას.
საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მოხმარებისთვის უვარგისი, დიდი ოდენობით "ბორჯომი", "ლიკანი" და "ნაბეღლავი".