ჟურნალისტი ირმა ინაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე ექს- პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. აღნიშნულზე ინაშვილი საკუთარ "ფაცებოოკ" გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ ელოდება, თუ "როგორ იმოქმედებენ ხელისუფლების სათანადო სტრუქტურები როგორც უცხოეთში, ისე ქვეყნის შიგნით".
როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, საინტერესოა ამ დასკვნაზე როგორი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია
"მაინტერესებს, ამ დასკვნაზე როგორი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია, როგორ იმუშავებს (და იმუშავებს თუ არა საერთოდ) ჩვენი საელჩო ბრიუსელსა და სტრასბურგში, ჩვენი წარმომადგენლები და ა.შ. წესით, უკვე დაკავებული უნდა იყვნენ ამ მასალის თარგმნით და შეხვედრების ორგანიზებით სხვადასხვა ევროდეპუტატებთან თუ ევროკომისრებთან. უკვე უნდა ამზადებდნენ პრეზენტაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, უნდა ხვდებოდნენ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. უნდა იყვნენ მოტივირებულნი და მობილიზებულნი, რაშიც ეჭვი მეპარება და რისიც არ მჯერა... იმიტომ, რომ ეს საელჩოები სავსეა მგზნებარე "მიშისტებით" და მუშაობენ არა ქართული სახელმწიფოს, არამედ სააკაშვილის სასარგებლოდ. ველოდები, როგორ იმოქმედებენ ხელისუფლების სათანადო სტრუქტურები როგორც უცხოეთში, ისე ქვეყნის შიგნით", - წერს ირმა ინაშვილი.
პრიოკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას, გამოძიების გაყალბებას, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარებასა და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ედავება.