ივერიონი / სოზარ სუბარი: ირაკლი ალასანიას ადგილზე იმავე დღეს წავიდოდი თანამდებობიდან!

სოზარ სუბარი: ირაკლი ალასანიას ადგილზე იმავე დღეს წავიდოდი თანამდებობიდან!

    " ირაკლი ალასანიას ადგილზე იმავე დღეს წავიდოდი თანამდებობიდან და არ დაველოდებოდი, როდის გამაგდებდნენ და როდის მომხსნიდნენ".  აღნიშნული განცხადება დევნილტა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადების გამოხმაურებისას გააკეთა.


სოზარ სუბარის თქმით, ივანიშვილი მთავრობის მუშაობაში არ ერევა.

"ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მუშაობაში არ ერევა და ეს ძალიან კარგად იცის ირაკლი ალასანიამაც. მის მიმართ, მაშინაც, როცა პრემიერ-მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის სხდომაზე ისმებოდა მწვავე კითხვები, რომელზეც პასუხები არ იყო. ჩემს მიმართ რომ ასეთი კითხვები დასმულიყო და მათზე პასუხები არ მქონოდა, მე პირადად მის ადგილზე, იმავე დღეს წავიდოდი მთავრობიდან და არ დაველოდებოდი, როდის გამაგდებდნენ და როდის მომხსნიდნენ. უბრალოდ, არ არის სწორი, როცა მას შემდეგ გახსენდება რაღაც, რაც გაგიშვებენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

28-11-2014, 13:56
უკან დაბრუნება